კომაროვის სკოლაში დებატების ინგლისურენოვანი კლუბი იწყებს ფუნქციონირებას!

კომაროვის სკოლაში მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის დებატების ინგლისურენოვანი კლუბი იწყებს ფუნქციონირებას.


დებატების კლუბის მიზანია:


1.  მოსწავლეები შეაჩვიოს ბრიტანული საპარლამენტო დებატების წარმართვის ტექნიკას (BP Debate Format).

2.   მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი და აიმაღლონ მეტყველების კულტურა.

3.   მოსწავლეებს განუვითაროს:

·         ინგლისურად საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმისა და დაცვის უნარი

·         სხვადასხვა ყოფით სიტუაციებში უცხო ენის თავისუფლად გამოყენების უნარი

·         კრიტიკული აზროვნების უნარი

·         ესთეტიზმი და  ჰუმანიზმი

·         სხვათა აზრის მიღებისა და კამათის  უნარი.


პირველი შეხვედრა შედგება - 11 ოქტომბერს, 14:30 საათზე.

კლუბის შეხვედრება გაიმართება კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს, 218-ე ოთახში. 


ზემოთ